მოსწავლეთა საკითხავი
четверг, 23 января 2014 г.
среда, 15 января 2014 г.
ჩემო საყვარელო მოსწავლეებო ! უპირველესად მოგმართავთ თქვენ და შემდეგ სწავლითა და ცოდნით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას. ვეცდები , ამ ბლოგზე თავი მოვუყარო საინტერესო საკითხებსა და თემებს. საგნობრივი კომპეტენცია განისაზღვრება ... ქათული ენითა და ლიტერატურით.
მინდა, რომ ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარს მაღალ აკადემიურ დონეზე ფლობდეთ . ეს მიმართულებები ერთმანეთისაგან გამომდინარეობს და ყოველი მათგანი ცოდნას, გაგებას, გამოყენებას, ანალიზს , სინთეზსა და შეფასებას გულისხმობს.
თუკი აქ წარმოდგენილი საკითხები გარკვეულ დახმარებას გაგიწევთ, მოხარული ვიქნები.
წარმატება და სიკეთე მისურვებია ყოველი თქვენგანისათვის.
თქვენი ნინო მასწავლებელი
ვასწავლოთ აკადემიური წერა
|
||||||||||||||||||||
აკადემიური
წერა ტრანსფერული უნარია, რომელიც განათლების ყველა საფეხურზე მნიშვნელოვანია
აკადემიური მიღწევების უზრუნველსაყოფად, ხოლო შემდგომში _ პროფესიული და
კარიერული განვითარებისთვის. აკადემიური წერის საჭიროებას ყოველდღიურ
ცხოვრებაშიც ვხვდებით ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, ტურისტულ
კომპანიებთან თუ სასტუმროებთან ურთიერთობისას. სკოლებსა და უნივერსიტეტებში
აკადემიური წერის მეშვეობით ცოდნის დემონსტრირება, დამოუკიდებელი აზროვნების,
ანალიზის, კვლევისა და სწავლის უნარების განვითარება ხდება.
აკადემიური
წერის სწავლებაში სხვადასხვა მიდგომაა გავრცელებული. ამ წერილში წარმოდგენილი
მიდგომები სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის პროფესორის, ლინგვისტ მეი შიის
ნამუშევარს ეფუძნება. მეი შიი ჟურნალ TESOL Quarterly-ში გამოქვეყნებულ
სტატიაში აკადემიური წერის სწავლების ოთხ მიდგომას განიხილავს:
· ფორმატზე ორიენტირებული სწავლება – სწავლების ამ მიდგომის
ფარგლებში მთავარი ყურადღება ნაწერის სტრუქტურას ეთმობა. მოსწავლე ეცნობა
ცალკეულ სტრუქტურულ ფორმატს და ნაწერის აგების ჩარჩოს, რომელსაც შემდეგ
ნამუშევარს მოარგებს. ფორმატზე ორიენტირებული სწავლებისას მოსწავლე სხვადასხვა
მოდელს ეცნობა: შეპირისპირებით ანალიზს, მიზეზ-შედეგობრივ ანალიზს, დადებითი და
უარყოფითი მხარეების აღწერას, ინდუქციურ და დედუქციურ ანალიზს. აღსანიშნავია,
რომ სხვადასხვა კულტურაში აღნიშნული მოდელები შეიძლება განსხვავდებოდეს.
მოდელების ფორმატში განსხვავებები გვხვდება სასწავლო დისციპლინის მიხედვითაც.
მაგალითად, დასავლეთის ქვეყნებში ესეის წერის დედუქციური მოდელია გავრცელებული,
ხოლო აღმოსავლეთში _ ინდუქციური.
· ფუნქციაზე ორიენტირებული სწავლება _
სწავლების ამ მიდგომის ფარგლებში, პირველ რიგში, განისაზღვრება წერის მიზანი,
შინაარსი და სამიზნე აუდიტორია, რაც შემდგომ განსაზღვრავს ნაწერის სტრუქტურას.
ფორმატზე ორიენტირებული სწავლებისგან განსხვავებით, ფუნქციაზე ორიენტირებული
სწავლებისას წერითი დავალების მიცემის დროს მოსწავლეებს ვაცნობთ კონკრეტულ
მიზანს და კონტექსტს, ხოლო შემდეგ მოსწავლე თავად განსაზღვრავს, რა ფორმატში
დაამუშავებს ნაწერს. თუ გვსურს, რომ მოსწავლემ წარმოადგინოს მიზეზ-შედეგობრივი
კავშირები რომელიმე ნაწარმოებში, მას ვაძლევთ კონტექსტს და ვავალებთ ანალიზსა და
განზოგადებას. მაგალითად, დავალება შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: "ოთარაანთ
ქვრივში” სოციალურ სტატუსში სხვაობა გიორგის უბედურების ერთ-ერთი მიზეზი იყო.
კიდევ რა პრობლემებია წარმოდგენილი აღნიშნულ ნაწარმოებში?” ასეთი მიდგომა,
განსხვავებით ფორმატზე დაფუძნებული წერის სწავლებისაგან, მოსწავლეების
მოტივირებას ახდენს კონკეტული კონტექსტის საფუძველზე მსჯელობის წახალისებით.
ზოგჯერ შესაძლოა დავალებაში მოცემული კონტექსტი მოსწავლისთვის უცხო იყოს. ასეთ
შემთხვევაში, მოსწავლეს უნდა მიაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, მონაცემები და
ფაქტები ანალიზისა და დასკვნის გაკეთების ხელშესაწყობად.
· პროცესზე ორიენტირებული სწავლება
– ამ მიდგომის
ფარგლებში მთავარი აქცენტი წერის პროცესსა და წერის ეტაპებზე კეთდება.
იგულისხმება წერის მოსამზადებელი ეტაპი (ინფორმაციის შეგროვება, მოძიება,
ჩანაწერების გაკეთება, მასალის ორგანიზება), ნაწერის სამუშაო ვერსიის შექმნა
(იდეების დაწყობა თანმიმდევრულად), ხელმეორედ გადაწერა (ცვლილებების შეტანა,
რედაქტირება, კორექტირება). იმისათვის, რომ ძირითადი ყურადღება წერის პროცესს
დაეთმოს, ამ მიდგომის ფარგლებში წერითი დავალებები პირად გამოცდილებაზე და
მოსწავლეებისთვის კარგად ნაცნობ თემებზეა აგებული. წერის პროცესში გარკვეული
პრაქტიკის მიღების შემდეგ დავალებებში ახალი და უცნობი საკითხები შემოდის.
· სასწავლო დისციპლინაზე
ორიენტირებული სწავლება –
მთავარი აქცენტი კეთდება წყაროების სწორად და ეფექტურად გამოყენებაზე (წყაროდ
გამოიყენება საკითხავი მასალა, ლექციები, დისკუსიები და ა.შ.), ინფორმაციის
სინთეზსა და ინტერპრეტაციაზე. წერა დაკავშირებულია დისციპლინის შესწავლასთან და
მიზნად ისახავს მოსწავლეების აზროვნების წახალისებას, დისციპლინის ათვისების ხელშეწყობას.
სასწავლო დისციპლინაზე ორიენტირებული მიდგომის ფარგლებში ხშირად ვხვდებით ისეთ
დავალებებს, როგორიცაა ტექსტის შინაარსის გადმოცემა, ანალიზი, კრიტიკა, სინთეზი.
საშუალო
განათლების საფეხურზე შემდეგი სახის წერითი დავალებებია ყველაზე გავრცელებული:
წერილები, ტექსტის შინაარსის გადმოცემა, ტექსტის ანალიზი, მოხსენება, ანგარიში
(ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – ექსპერიმენტის ანგარიში), ესეი,
ლიტერატურული ანალიზი, თავისუფალი წერა. მიუხედავად იმისა, თუ ზემოთ აღწერილი
სწავლების მიდგომებიდან რომელ მოდელს ვიყენებთ, გარკვეული წერითი უნარები
დავალებების ბევრ ტიპზე ვრცელდება. ამ წერილში წერითი დავალების ორ მაგალითს
განვიხილავთ – ესეის და ანგარიშს.
ესეიზე
მუშაობისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დავალების სწორად გაშიფვრა.
აკადემიური წერის ფუნქციური სწავლების მოდელის ფარგლებში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია დავალების სწორად გაშიფვრა, რადგან სწორედ მოცემული კონტექსტი
განსაზღვრავს დავალების არსს. გაშიფვრის შემდეგ ხორციელდება პირველადი კვლევა,
რომელშიც ერთიანდება გაკვეთილებზე გაკეთებული ჩანაწერების ანალიზი და მათი გამოყენებით
ინფორმაციის გახსენება, საკითხავი მასალის და წყაროების კრიტიკული კითხვა და
პირველადი ჰიპოთეზის ჩამოყალიბება. მაგალითად, პირველადი კვლევისა და
ჩანაწერების ანალიზის შემდეგ მოსწავლემ შესაძლოა ჩამოაყალიბოს ასეთი ჰიპოთეზები:
"თუ სინათლის ტალღის სიგრძე გავლენას ახდენს ფოტოსინთეზის ინტენსივობაზე,
მაშინ სხვადასხვა ფერის სინათლე მცენარის მიერ სხვადასხვა მოცულობის ჟანგბადის
წარმოქმნას განაპირობებს”, ან "თუ ტემპერატურა გავლენას ახდენს ცხოველის
მეტაბოლიზმზე, ატმოსფერული ტემპერატურის გაზრდა ცხოველში უფრო ინტენსიურ მეტაბოლიზმს
გამოიწვევს”.
ჰიპოთეზის
ჩამოყალიბების შემდეგ მოსწავლეს მოეთხოვება დამატებითი ინფორმაციის მოძიება,
ორგანიზება, სინთეზი, ინტერპრეტაცია და დავალების მიზნების შესაბამისად
გამოყენება. მოსწავლემ ასევე უნდა შეძლოს ახალი ცნებების შედარება და პირად
გამოცდილებასთან მათი დაკავშირება. ასევე მნიშვნელოვანია მსჯელობის, ანალიზის
შედეგების განზოგადების და დასკვნის გამოტანის უნარი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად
ან უარსაყოფად.
ენობრივი
თვალსაზრისით, წერილში წარმოდგენილ ორივე ტიპის დავალებაზე ერთი და იგივე
სტანდარტები ვრცელდება. ამდენად რედაქტირების ფუნქციას წერილის ბოლოს
განვიხილავთ.
ანგარიშის ტიპის წერითი დავალება
მოსწავლეებს ყველაზე ხშირად კოლაბორაციული და პროექტებზე დაფუძნებული სწავლების
ფარგლებში შესრულებული დავალებების შემდეგ უწევთ.
ანგარიშზე
მუშაობისას მოსწავლემ უნდა განსაზღვროს, თუ რა არის ანგარიშის მიზანი, მოახდინოს
მონაცემების სინთეზი, პრობლემის განსაზღვრა, სიტუაციის ანალიზი, შედეგების
წარმოდგენა და სხვა. ანგარიშის ტიპური სტრუქტურა შემდეგნაირად განისაზღვრება:
· ანგარიშის
მოკლე რეზიუმე იწერება თხრობითი სტილით ან წარმოადგენს ანგარიშის ქვეთავების
ჩამონათვალს.
· ანგარიშის
მიზანი და ამოცანები, უმეტესად, იმეორებს
მოსწავლის დავალების არსს.პრობლემის ან სიტუაციის აღწერა კი
წარმოადგენს კონტექსტურ ინფორმაციას და გვიხსნის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია
ანგარიშში წარმოდგენილი პრობლემის/სიტუაციის კვლევა.
· კვლევის
ან პროექტის მასშტაბი გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა რესურსი და
დრო დასჭირდა ანგარიშში აღწერილი პროექტის ან კვლევის განხორციელებას, რამდენმა
მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, სამუშაო ერთობლივად განხორციელდა თუ
ინდივიდუალურად.
· ლიტერატურის
ანალიზი მიმოიხილავს ანგარიშში წარმოდგენილი პრობლემის ან
სიტუაციის შესახებ არსებულ თეორიებს, ლიტერატურას, არსებულ მონაცემებს.
· კვლევის
ან პროექტის ფარგლებში გამოყენებული მეთოდები აღწერს კვლევის,
ინდივიდუალური თუ კოლაბორაციული მუშაობის და ანალიზის მეთოდებს.
· აღმოჩენები,
შედეგები ან ფაქტები – მათი ფორმულირება განისაზღვრება სასწავლო დისციპლინის
მიხედვით. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში აღმოჩენები ექსპერიმენტის
შედეგად იკვეთება, ისტორიაში შეიძლება ფაქტის კონსტატაციის სახით წარმოგვიდგეს,
ლიტერატურაში ავტორის იდეები ახლებურად შეიძლება წარმოვაჩინოთ და ა.შ.
· ანალიზი –
აღნიშნული ნაწილი, ესეის მსგავსად, წარმოადგენს მსჯელობას იმის შესახებ, თუ
როგორ მივედით გარკვეულ აღმოჩენამდე ან შედეგამდე, და ახალ ფაქტებს/გარემოებებს
როგორი ინტერპრეტაცია შეიძლება გავუკეთოთ.
· დასკვნები
და რეკომენდაციები მკაფიოდ და გასაგებად უნდა იყოს ფორმულირებული, ერთი
დასკვნა/რეკომენდაცია _ ერთი წინადადების სახით.
· დანართები –
იგულისხმება დამატებითი საჭირო ინფორმაცია.
ორი ტიპის დავალებებს შორის განსხვავებების ნათლად დასანახად,
ცხრილში წარმოდგენილია ესეისა და ანგარიშის განმასხვავებელი ნიშნები.
ენობრივი
თვალსაზრისით, მოსწავლემ სწორი ლექსიკური, ორთოგრაფიული, მორფოლოგიური და
სტილისტური ფორმების შერჩევა უნდა შეძლოს აზრის გადმოსაცემად.
ნაწერის
სამუშაო ვერსიის დასრულების შემდეგ არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ნამუშევრის
რედაქტირებას და კორექტურას. ნამუშევრის რედაქტირება მნიშვნელოვნად ზრდის
ნაწერის ხარისხს. უმჯობესია, ის პირველადი ვერსიის დასრულებიდან რამდენიმე დღეში
გაკეთდეს. თუ ნაწერის შინაარსობრივი ასპექტით მოსწავლე კმაყოფილია და დამატებითი
ინფორმაციის მოძიება საჭირო არ არის, მან კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს
ნამუშევარს და შეამოწმოს:
· გასცა თუ არა პასუხი დავალებას/შეკითხვას;
· რამდენად დაბალანსებულია მისი არგუმენტები, დასკვნები და
რეკომენდაციები (ანგარიშის შემთხვევაში);
· წარმოდგენილი აქვს თუ არა საჭირო/სათანადო მტკიცებულებები
ან ფაქტების ანალიზი;
· სტრუქტურულად არის თუ არა გამართული ნაწერი; ესეის
შემთხვევაში, აქვს თუ არა მას შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა;
· თითოეულ პარაგრაფში წარმოდგენილია თუ არა მთავარი აზრი,
რომელიც უკავშირდება დავალებას ან შეკითხვას;
· არის თუ არა პარაგრაფები ლოგიკურად დაწყობილი;
· რამდენად ეფექტურია წინადადებების წყობა; გამოხატავს თუ
არა სათქმელს ზუსტად;
· მითითებულია თუ არა ციტატების და პარაფრაზირებული ტექსტის
წყაროები (ანგარიშის შემთხვევაში _ დანართების წყაროები);
· დაცულია
თუ არა ორთოგრაფიის წესები.
საბოლოო ეტაპზე მოსწავლემ კიდევ ერთხელ უნდა გადაიკითხოს ნაწერი.
უმჯობესია, თუ მას ხმამაღლა წაიკითხავს. მასწავლებლის რჩევები მან ახალ წერით
დავალებაზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინოს.
|
|
“სიბრძნე მინიატურაში”
“სიბრძნე მინიატურაში” საქართველოში უკვე პოპულარული წიგნის სათაურია. ის 2010 წელს გამოსცა “ტრიასმა” – საგამომცემლო სახლმა. ამ წიგნში სხვადასხვა დროისა და ხალხის 140-მდე ფილოსოფიური იგავია შეტანილი – ისინი მე შევარჩიე მრავალი ათასიდან, რომლებსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვეცნობოდი.
ადამიანებს ხიბლავს სიბრძნე, მაგრამ ნაკლებად იზიდავს მუშაობა მის დასაუფლებლად. მსოფლიოს გამორჩეული მოაზროვნეები ცდილობდნენ, ეს პროცესი შედარებით მაინც გაეიოლებინათ ანუ რთული მარტივით გადმოეცათ. ეს კარგი მცდელობები იყო – სინათლე, მკაფიოობა და ლაკონიურობა ნამდვილი გონიერების გონიერების თვისებაა. ამ წიგნში წარმოდგენილი იგავები, მცირე მხატვრული ტექსტები, მოზარდებისათვის ინტელექტუალური და ზნეობრივი წვრთნის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ხოლო ახალგაზრდებისა და შედარებით ასაკოვანი ხალხისთვის – ჭეშმარიტებასთან ზიარებისა და ესთეტიკური ტკბობის საგანი.
ამ იგავებთან შეხება თანაბრად სასიამოვნო და სასარგებლოა გონებისთვის და გულისთვისაც – სიბრძნე ხომ მხოლოდ “გონიერი გულის” (რუსთველის სიტყვებია) მქონე ადამიანს ეჩვენება სრული სახით. ვფიქრობ, მშობლები, მასწავლებლები, უფროსი მეგობრები კარგ საქმეს გააკეთებენ, თუკი წიგნის იგავებს გააცნობენ ბავშვებს, მოსწავლეებს და ესაუბრებიან მათ იმ ძალიან საინტერესო და მუდმივად თანამედროვე თემებზე,რომლებიც აქ უხვად არის წარმოდგენილი.
ჟამითი-ჟამად ერთ-ორ იგავს გავაცნობ ჩემი ბლოგის სტუმრებს – ის, რაც ადამიანს არ აბერებს, თვითონაც არასდროს ბერდება. ვიფიქროთ ამ იგავებზე – როდესაც ჩვენს შვილებს ვასწავლით, ჩვენც ვსწავლობთ. აქაც შეგიძლიათ ტქვენი მოსაზრება თუ ამა თუ იმ იგავის მიმართ დამოკიდებულება ან განწყობა გამოხატოთ – იქნებ ერთმანეთისაგანაც ვისწავლოთ ბევრი რამ.
ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემს ყველაზე საყვარელ მინიატურებს:
უ მ ა ღ ლ ე ს ი ო ს ტ ა ტ ო ბ ა
ერთხელ ჩინური საბრძოლო ხელოვნების მოხუც მასწავლებელთან ევროპელი მოწაფე მივიდა და ჰკითხა:
- მასწავლებელო, კრივსა და ფრანგულ ორთაბრძოლაში ჩემი ქვეყნის ჩემპიონი ვარ – კიდევ რა შეგიძლიათ მასწავლოთ?
ძველი ოსტატი ერთხანს დუმდა, შემდეგ გაიღიმა და თქვა:
- წარმოიდგინე, რომ ქალაქში სეირნობისას თავი ამოყავი ქუჩაზე, სადაც მძარცველები ჩაგისაფრდნენ და მოუთმენლად გელიან, როდის გამოჩნდები, რათა გაგძარცვონ და ნეკნები ჩაგიმტვრიონ. ჰოდა, მე გასწავლი, როგორ არ უნდა მოხვდე ასეთ ქუჩაზე.
- მასწავლებელო, კრივსა და ფრანგულ ორთაბრძოლაში ჩემი ქვეყნის ჩემპიონი ვარ – კიდევ რა შეგიძლიათ მასწავლოთ?
ძველი ოსტატი ერთხანს დუმდა, შემდეგ გაიღიმა და თქვა:
- წარმოიდგინე, რომ ქალაქში სეირნობისას თავი ამოყავი ქუჩაზე, სადაც მძარცველები ჩაგისაფრდნენ და მოუთმენლად გელიან, როდის გამოჩნდები, რათა გაგძარცვონ და ნეკნები ჩაგიმტვრიონ. ჰოდა, მე გასწავლი, როგორ არ უნდა მოხვდე ასეთ ქუჩაზე.
ც ო დ ნ ი ს მ ძ ე ბ ნ ე ლ ი
ერთმა ცოდნის მძებნელმა ბრძენ განდეგილს სთხოვა, მისი მოძღვარი ყოფილიყო. განდეგილმა უარი უთხრა.
- კი მაგრამ, რატომ?! – გაიკვირვა მთხოვნელმა.
- მითხარი,- ჰკითხა განდეგილმა, – ზღვაში შტორმი რომ ამოვარდეს და შენ გემბანზე იყო, რას იზამ – გემის კაპიტანს დაუწყებ ძებნას თუ ანძას ჩაეჭიდები?
- ტალღამ რომ არ წამიღოს, ანძას ჩავეჭიდები.
- კაპიტანს რატომ არ მოძებნი, მან ხომ ყველაზე უკეთ იცის, ამ დროს როგორ უნდა მოიქცე?
- შტორმისას კაპიტანი ვერ მიშველის.
- მაშინ შენს ცხოვრებაში რატომ ეძებ “კაპიტანს”?
- თქვენც ხომ ეძებთ და ძიების თქვენეული გამოცდილება ჩემსაზე გაცილებით მეტია…
- მე? მე ტალღამ უკვე წამიღო!
- კი მაგრამ, რატომ?! – გაიკვირვა მთხოვნელმა.
- მითხარი,- ჰკითხა განდეგილმა, – ზღვაში შტორმი რომ ამოვარდეს და შენ გემბანზე იყო, რას იზამ – გემის კაპიტანს დაუწყებ ძებნას თუ ანძას ჩაეჭიდები?
- ტალღამ რომ არ წამიღოს, ანძას ჩავეჭიდები.
- კაპიტანს რატომ არ მოძებნი, მან ხომ ყველაზე უკეთ იცის, ამ დროს როგორ უნდა მოიქცე?
- შტორმისას კაპიტანი ვერ მიშველის.
- მაშინ შენს ცხოვრებაში რატომ ეძებ “კაპიტანს”?
- თქვენც ხომ ეძებთ და ძიების თქვენეული გამოცდილება ჩემსაზე გაცილებით მეტია…
- მე? მე ტალღამ უკვე წამიღო!
ჭ უ ჭ ყ ი ა ნ ი თ ე თ რ ე უ ლ ი
ახალგაზრდა წყვილი ახალ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.დილით ცოლმა ფანჯარაში გაიხედა და მეზობელი დაინახა, რომელიც თეთრეულს ფენდა გასაშრობად.
- შეხედე, რა ჭუჭყიანი თეთრეულია, – უთხრა ქმარს, მაგრამ ის გაზეთს კითხულობდა და ყურადღება არ მიუქცევია ცოლის სიტყვებისთვის.
- ალბათ, ცუდ საპონს იყენებს, – გააგრძელა ქალმა, – ან კიდევ საერთოდ არ იცის რეცხვა. კარგი იქნებოდა, ვინმეს ესწავლებინა.
ასე ხდებოდა ყოველთვის, როდესაც მეზობელი თეთრეულს ფენდა და ახალგაზრდა ქალი გაოცებას ვერ მალავდა მისი უსუფთაობის გამო.ერთ მშვენიერ დღეს მან კვლავ გაიხედა ფანჯარაში და წამოიყვირა:
- შეხედე, საყვარელო, თეთრეული დღეს სუფთაა – როგორც ჩანს, რეცხვა ისწავლა!
- არა, ჩემო კარგო, – უთხრა ქმარმა, – საქმე ის არის, რომ დღეს ადრე ავდექი და ჩვენი ფანჯარა გავწმინდე.
- შეხედე, რა ჭუჭყიანი თეთრეულია, – უთხრა ქმარს, მაგრამ ის გაზეთს კითხულობდა და ყურადღება არ მიუქცევია ცოლის სიტყვებისთვის.
- ალბათ, ცუდ საპონს იყენებს, – გააგრძელა ქალმა, – ან კიდევ საერთოდ არ იცის რეცხვა. კარგი იქნებოდა, ვინმეს ესწავლებინა.
ასე ხდებოდა ყოველთვის, როდესაც მეზობელი თეთრეულს ფენდა და ახალგაზრდა ქალი გაოცებას ვერ მალავდა მისი უსუფთაობის გამო.ერთ მშვენიერ დღეს მან კვლავ გაიხედა ფანჯარაში და წამოიყვირა:
- შეხედე, საყვარელო, თეთრეული დღეს სუფთაა – როგორც ჩანს, რეცხვა ისწავლა!
- არა, ჩემო კარგო, – უთხრა ქმარმა, – საქმე ის არის, რომ დღეს ადრე ავდექი და ჩვენი ფანჯარა გავწმინდე.
Подписаться на:
Комментарии (Atom)



