среда, 15 января 2014 г.

       ჩემო საყვარელო მოსწავლეებო ! უპირველესად მოგმართავთ თქვენ და შემდეგ სწავლითა და ცოდნით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას. ვეცდები , ამ ბლოგზე თავი მოვუყარო საინტერესო საკითხებსა და თემებს.  საგნობრივი კომპეტენცია განისაზღვრება ... ქათული ენითა და ლიტერატურით. 
 მინდა, რომ ზეპირმეტყველების, კითხვისა  და წერის უნარს მაღალ აკადემიურ დონეზე ფლობდეთ . ეს მიმართულებები ერთმანეთისაგან გამომდინარეობს და ყოველი მათგანი ცოდნას, გაგებას, გამოყენებას, ანალიზს , სინთეზსა და შეფასებას გულისხმობს. 

თუკი აქ წარმოდგენილი საკითხები გარკვეულ დახმარებას გაგიწევთ, მოხარული ვიქნები.
წარმატება და სიკეთე მისურვებია ყოველი თქვენგანისათვის.


თქვენი ნინო მასწავლებელი


ვასწავლოთ აკადემიური წერა
https://blogger.googleusercontent.com/img/proxy/AVvXsEhd7hmvkhzoNSPlz63E1SjH9pXcSTtqSLeCZrCmoq5wUl1TmDL4XnEoPLB72CAeN7bUO8v8NkzgAbcAmw_CmZVtN7_ybZGhaigA2dpTG1sNfLl2-lh1Cg8_f7NUryHrxPakzeoa3S4iKxDGhcf5B8vZieNcPsr3g7reF5gYzge4FCEq1N0=აკადემიური წერა ტრანსფერული უნარია, რომელიც განათლების ყველა საფეხურზე მნიშვნელოვანია აკადემიური მიღწევების უზრუნველსაყოფად, ხოლო შემდგომში _ პროფესიული და კარიერული განვითარებისთვის. აკადემიური წერის საჭიროებას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვხვდებით ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, ტურისტულ კომპანიებთან თუ სასტუმროებთან ურთიერთობისას. სკოლებსა და უნივერსიტეტებში აკადემიური წერის მეშვეობით ცოდნის დემონსტრირება, დამოუკიდებელი აზროვნების, ანალიზის, კვლევისა და სწავლის უნარების განვითარება ხდება.
აკადემიური წერის სწავლებაში სხვადასხვა მიდგომაა გავრცელებული. ამ წერილში წარმოდგენილი მიდგომები სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის პროფესორის, ლინგვისტ მეი შიის ნამუშევარს ეფუძნება. მეი შიი ჟურნალ TESOL Quarterly-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აკადემიური წერის სწავლების ოთხ მიდგომას განიხილავს:
· ფორმატზე ორიენტირებული სწავლება – სწავლების ამ მიდგომის ფარგლებში მთავარი ყურადღება ნაწერის სტრუქტურას ეთმობა. მოსწავლე ეცნობა ცალკეულ სტრუქტურულ ფორმატს და ნაწერის აგების ჩარჩოს, რომელსაც შემდეგ ნამუშევარს მოარგებს. ფორმატზე ორიენტირებული სწავლებისას მოსწავლე სხვადასხვა მოდელს ეცნობა: შეპირისპირებით ანალიზს, მიზეზ-შედეგობრივ ანალიზს, დადებითი და უარყოფითი მხარეების აღწერას, ინდუქციურ და დედუქციურ ანალიზს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კულტურაში აღნიშნული მოდელები შეიძლება განსხვავდებოდეს. მოდელების ფორმატში განსხვავებები გვხვდება სასწავლო დისციპლინის მიხედვითაც. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნებში ესეის წერის დედუქციური მოდელია გავრცელებული, ხოლო აღმოსავლეთში _ ინდუქციური.
· ფუნქციაზე ორიენტირებული სწავლება _ სწავლების ამ მიდგომის ფარგლებში, პირველ რიგში, განისაზღვრება წერის მიზანი, შინაარსი და სამიზნე აუდიტორია, რაც შემდგომ განსაზღვრავს ნაწერის სტრუქტურას. ფორმატზე ორიენტირებული სწავლებისგან განსხვავებით, ფუნქციაზე ორიენტირებული სწავლებისას წერითი დავალების მიცემის დროს მოსწავლეებს ვაცნობთ კონკრეტულ მიზანს და კონტექსტს, ხოლო შემდეგ მოსწავლე თავად განსაზღვრავს, რა ფორმატში დაამუშავებს ნაწერს. თუ გვსურს, რომ მოსწავლემ წარმოადგინოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები რომელიმე ნაწარმოებში, მას ვაძლევთ კონტექსტს და ვავალებთ ანალიზსა და განზოგადებას. მაგალითად, დავალება შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: "ოთარაანთ ქვრივში” სოციალურ სტატუსში სხვაობა გიორგის უბედურების ერთ-ერთი მიზეზი იყო. კიდევ რა პრობლემებია წარმოდგენილი აღნიშნულ ნაწარმოებში?” ასეთი მიდგომა, განსხვავებით ფორმატზე დაფუძნებული წერის სწავლებისაგან, მოსწავლეების მოტივირებას ახდენს კონკეტული კონტექსტის საფუძველზე მსჯელობის წახალისებით. ზოგჯერ შესაძლოა დავალებაში მოცემული კონტექსტი მოსწავლისთვის უცხო იყოს. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეს უნდა მიაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, მონაცემები და ფაქტები ანალიზისა და დასკვნის გაკეთების ხელშესაწყობად.
· პროცესზე ორიენტირებული სწავლება – ამ მიდგომის ფარგლებში მთავარი აქცენტი წერის პროცესსა და წერის ეტაპებზე კეთდება. იგულისხმება წერის მოსამზადებელი ეტაპი (ინფორმაციის შეგროვება, მოძიება, ჩანაწერების გაკეთება, მასალის ორგანიზება), ნაწერის სამუშაო ვერსიის შექმნა (იდეების დაწყობა თანმიმდევრულად), ხელმეორედ გადაწერა (ცვლილებების შეტანა, რედაქტირება, კორექტირება). იმისათვის, რომ ძირითადი ყურადღება წერის პროცესს დაეთმოს, ამ მიდგომის ფარგლებში წერითი დავალებები პირად გამოცდილებაზე და მოსწავლეებისთვის კარგად ნაცნობ თემებზეა აგებული. წერის პროცესში გარკვეული პრაქტიკის მიღების შემდეგ დავალებებში ახალი და უცნობი საკითხები შემოდის.
· სასწავლო დისციპლინაზე ორიენტირებული სწავლება – მთავარი აქცენტი კეთდება წყაროების სწორად და ეფექტურად გამოყენებაზე (წყაროდ გამოიყენება საკითხავი მასალა, ლექციები, დისკუსიები და ა.შ.), ინფორმაციის სინთეზსა და ინტერპრეტაციაზე. წერა დაკავშირებულია დისციპლინის შესწავლასთან და მიზნად ისახავს მოსწავლეების აზროვნების წახალისებას, დისციპლინის ათვისების ხელშეწყობას. სასწავლო დისციპლინაზე ორიენტირებული მიდგომის ფარგლებში ხშირად ვხვდებით ისეთ დავალებებს, როგორიცაა ტექსტის შინაარსის გადმოცემა, ანალიზი, კრიტიკა, სინთეზი.
საშუალო განათლების საფეხურზე შემდეგი სახის წერითი დავალებებია ყველაზე გავრცელებული: წერილები, ტექსტის შინაარსის გადმოცემა, ტექსტის ანალიზი, მოხსენება, ანგარიში (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – ექსპერიმენტის ანგარიში), ესეი, ლიტერატურული ანალიზი, თავისუფალი წერა. მიუხედავად იმისა, თუ ზემოთ აღწერილი სწავლების მიდგომებიდან რომელ მოდელს ვიყენებთ, გარკვეული წერითი უნარები დავალებების ბევრ ტიპზე ვრცელდება. ამ წერილში წერითი დავალების ორ მაგალითს განვიხილავთ – ესეის და ანგარიშს.
ესეიზე მუშაობისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დავალების სწორად გაშიფვრა. აკადემიური წერის ფუნქციური სწავლების მოდელის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავალების სწორად გაშიფვრა, რადგან სწორედ მოცემული კონტექსტი განსაზღვრავს დავალების არსს. გაშიფვრის შემდეგ ხორციელდება პირველადი კვლევა, რომელშიც ერთიანდება გაკვეთილებზე გაკეთებული ჩანაწერების ანალიზი და მათი გამოყენებით ინფორმაციის გახსენება, საკითხავი მასალის და წყაროების კრიტიკული კითხვა და პირველადი ჰიპოთეზის ჩამოყალიბება. მაგალითად, პირველადი კვლევისა და ჩანაწერების ანალიზის შემდეგ მოსწავლემ შესაძლოა ჩამოაყალიბოს ასეთი ჰიპოთეზები: "თუ სინათლის ტალღის სიგრძე გავლენას ახდენს ფოტოსინთეზის ინტენსივობაზე, მაშინ სხვადასხვა ფერის სინათლე მცენარის მიერ სხვადასხვა მოცულობის ჟანგბადის წარმოქმნას განაპირობებს”, ან "თუ ტემპერატურა გავლენას ახდენს ცხოველის მეტაბოლიზმზე, ატმოსფერული ტემპერატურის გაზრდა ცხოველში უფრო ინტენსიურ მეტაბოლიზმს გამოიწვევს”.
ჰიპოთეზის ჩამოყალიბების შემდეგ მოსწავლეს მოეთხოვება დამატებითი ინფორმაციის მოძიება, ორგანიზება, სინთეზი, ინტერპრეტაცია და დავალების მიზნების შესაბამისად გამოყენება. მოსწავლემ ასევე უნდა შეძლოს ახალი ცნებების შედარება და პირად გამოცდილებასთან მათი დაკავშირება. ასევე მნიშვნელოვანია მსჯელობის, ანალიზის შედეგების განზოგადების და დასკვნის გამოტანის უნარი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად ან უარსაყოფად.
ენობრივი თვალსაზრისით, წერილში წარმოდგენილ ორივე ტიპის დავალებაზე ერთი და იგივე სტანდარტები ვრცელდება. ამდენად რედაქტირების ფუნქციას წერილის ბოლოს განვიხილავთ.
ანგარიშის ტიპის წერითი დავალება მოსწავლეებს ყველაზე ხშირად კოლაბორაციული და პროექტებზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში შესრულებული დავალებების შემდეგ უწევთ.
ანგარიშზე მუშაობისას მოსწავლემ უნდა განსაზღვროს, თუ რა არის ანგარიშის მიზანი, მოახდინოს მონაცემების სინთეზი, პრობლემის განსაზღვრა, სიტუაციის ანალიზი, შედეგების წარმოდგენა და სხვა. ანგარიშის ტიპური სტრუქტურა შემდეგნაირად განისაზღვრება:
· ანგარიშის მოკლე რეზიუმე იწერება თხრობითი სტილით ან წარმოადგენს ანგარიშის ქვეთავების ჩამონათვალს.
· ანგარიშის მიზანი და ამოცანები, უმეტესად, იმეორებს მოსწავლის დავალების არსს.პრობლემის ან სიტუაციის აღწერა კი წარმოადგენს კონტექსტურ ინფორმაციას და გვიხსნის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ანგარიშში წარმოდგენილი პრობლემის/სიტუაციის კვლევა.
· კვლევის ან პროექტის მასშტაბი გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა რესურსი და დრო დასჭირდა ანგარიშში აღწერილი პროექტის ან კვლევის განხორციელებას, რამდენმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, სამუშაო ერთობლივად განხორციელდა თუ ინდივიდუალურად.
· ლიტერატურის ანალიზი მიმოიხილავს ანგარიშში წარმოდგენილი პრობლემის ან სიტუაციის შესახებ არსებულ თეორიებს, ლიტერატურას, არსებულ მონაცემებს.
· კვლევის ან პროექტის ფარგლებში გამოყენებული მეთოდები აღწერს კვლევის, ინდივიდუალური თუ კოლაბორაციული მუშაობის და ანალიზის მეთოდებს.
· აღმოჩენები, შედეგები ან ფაქტები – მათი ფორმულირება განისაზღვრება სასწავლო დისციპლინის მიხედვით. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში აღმოჩენები ექსპერიმენტის შედეგად იკვეთება, ისტორიაში შეიძლება ფაქტის კონსტატაციის სახით წარმოგვიდგეს, ლიტერატურაში ავტორის იდეები ახლებურად შეიძლება წარმოვაჩინოთ და ა.შ.
· ანალიზი – აღნიშნული ნაწილი, ესეის მსგავსად, წარმოადგენს მსჯელობას იმის შესახებ, თუ როგორ მივედით გარკვეულ აღმოჩენამდე ან შედეგამდე, და ახალ ფაქტებს/გარემოებებს როგორი ინტერპრეტაცია შეიძლება გავუკეთოთ.
· დასკვნები და რეკომენდაციები მკაფიოდ და გასაგებად უნდა იყოს ფორმულირებული, ერთი დასკვნა/რეკომენდაცია _ ერთი წინადადების სახით.
· დანართები – იგულისხმება დამატებითი საჭირო ინფორმაცია.
ორი ტიპის დავალებებს შორის განსხვავებების ნათლად დასანახად, ცხრილში წარმოდგენილია ესეისა და ანგარიშის განმასხვავებელი ნიშნები.






ანგარიში
ესეი
წარმოადგენს ინფორმაციას.
წარმოადგენს არგუმენტს.
იკითხება "სწრაფი კითხვის” მეთოდით.
იკითხება სიღრმისეულად.
გამოიყენება დანომრილი დასათაურებები და ქვეთავები.
ქვეთავების და დასათაურებების რაოდენობა მინიმალურია.
არ სჭირდება ბიბლიოგრაფია.
ყოველთვის სჭირდება ბიბლიოგრაფია (თავისუფალი ესეის გარდა).
გამოიყენება მოკლე და ლაკონური პარაგრაფები, ჩამონათვალები.
იწერება თხრობითი სტილით, გაბმული პარაგრაფებით.
გამოიყენება ცხრილები და გრაფიკული გამოსახულებები.
გრაფიკული გამოსახულებები იშვიათად გამოიყენება.
სჭირდება მოკლე რეზიუმე დასაწყისში.
მოკლე რეზიუმე იწერება მხოლოდ მაშინ, როცა ესეი დიდი მოცულობისაა.
შეიცავს რეკომენდაციებს.
შეიცავს დასკვნებს.
შეიძლება ჰქონდეს დანართები.
არ აქვს დანართები.
      


ენობრივი თვალსაზრისით, მოსწავლემ სწორი ლექსიკური, ორთოგრაფიული, მორფოლოგიური და სტილისტური ფორმების შერჩევა უნდა შეძლოს აზრის გადმოსაცემად.
ნაწერის სამუშაო ვერსიის დასრულების შემდეგ არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ნამუშევრის რედაქტირებას და კორექტურას. ნამუშევრის რედაქტირება მნიშვნელოვნად ზრდის ნაწერის ხარისხს. უმჯობესია, ის პირველადი ვერსიის დასრულებიდან რამდენიმე დღეში გაკეთდეს. თუ ნაწერის შინაარსობრივი ასპექტით მოსწავლე კმაყოფილია და დამატებითი ინფორმაციის მოძიება საჭირო არ არის, მან კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს ნამუშევარს და შეამოწმოს:
· გასცა თუ არა პასუხი დავალებას/შეკითხვას;
· რამდენად დაბალანსებულია მისი არგუმენტები, დასკვნები და რეკომენდაციები (ანგარიშის შემთხვევაში);
· წარმოდგენილი აქვს თუ არა საჭირო/სათანადო მტკიცებულებები ან ფაქტების ანალიზი;
· სტრუქტურულად არის თუ არა გამართული ნაწერი; ესეის შემთხვევაში, აქვს თუ არა მას შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა;
· თითოეულ პარაგრაფში წარმოდგენილია თუ არა მთავარი აზრი, რომელიც უკავშირდება დავალებას ან შეკითხვას;
· არის თუ არა პარაგრაფები ლოგიკურად დაწყობილი;
· რამდენად ეფექტურია წინადადებების წყობა; გამოხატავს თუ არა სათქმელს ზუსტად;
· მითითებულია თუ არა ციტატების და პარაფრაზირებული ტექსტის წყაროები (ანგარიშის შემთხვევაში _ დანართების წყაროები);
· დაცულია თუ არა ორთოგრაფიის წესები.
საბოლოო ეტაპზე მოსწავლემ კიდევ ერთხელ უნდა გადაიკითხოს ნაწერი. უმჯობესია, თუ მას ხმამაღლა წაიკითხავს. მასწავლებლის რჩევები მან ახალ წერით დავალებაზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინოს.







  


















           












      ტესტები         vIII კლასი            





ქართული ენა და ლიტერატურა                                                                                  გისურვებთ წარმატებებს!



1.      რა არის პერიფრაზი?                 ნებისმიერი ტექსტიდან მოიტანე მაგალითი .



2.      რა არის მხატვრული ნაწარმოების ფაბულა?                დაასახელე მაგალითი.



3.       გადმოეცი ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობის ( ,,დადიანის ასული და მათხოვარი“) თემა.


4.       რა დაედო საფუძვლად  ლუკა რაზიკაშვილის ცნობილ ლექსს ,,რამ შემქმნა ადამიანად“
ისურვებთ


5.       რა ჰქვია იმ თვისებას, რამაც ვეფხვის დედასთან წასვლის გადაწყვეტილება მიაღებინა ადამიანს?



6.       დაასახელე სამი ფრაზეოლოგიზმი და განმარტე.




7.                  7.    როდის ხდება მოქმედება  რ. ინანიშვილის ნოველაში ,,პატარა ბიჭი გოლგოთაზე?“
           რა იცით ამ პერიოდის შესახებ?
      


8.          რა თავისებურებები ახასიათებს ესეს?




9.      რატომ არის ნ.ბარათაშვილის პოეზია კლასიკა?



10.  ,, სახელის ხე საჩრდილობლად წყლისა პირსა სამე დარგოს“ .   რომელი მხატვრული  ფორმაა?


11.  ილიას პოემა ,,აჩრდილში“ ვინ ამბობს ამ სიტყვებს:
,,მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!“





12.   ნივრის წვენი ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა.    რომელ სიტყვაში მოხდა ფონეტიკური მოვლენა? რა ჰქვია მას და რომელ ბრუნვებში ხდება?


13.    რა განასხვავებს სახელზმნას ზმნისაგან? დაასახელე მაგალითები.

                           

ქართული ენა და ლიტერატურა                                                                                  გისურვებთ წარმატებებს!


1.      რა არის პერიფრაზი?                 ნებისმიერი ტექსტიდან მოიტანე მაგალითი .



2.      რა არის მხატვრული ნაწარმოების ფაბულა?                დაასახელე მაგალითი.



3.       გადმოეცი ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობის ( ,,დადიანის ასული და მათხოვარი“) თემა.


4.       რა დაედო საფუძვლად  ლუკა რაზიკაშვილის ცნობილ ლექსს ,,რამ შემქმნა ადამიანად“
ისურვებთ


5.       რა ჰქვია იმ თვისებას, რამაც ვეფხვის დედასთან წასვლის გადაწყვეტილება მიაღებინა ადამიანს?



6.       დაასახელე სამი ფრაზეოლოგიზმი და განმარტე.




7.                  7.    როდის ხდება მოქმედება  რ. ინანიშვილის ნოველაში ,,პატარა ბიჭი გოლგოთაზე?“
           რა იცით ამ პერიოდის შესახებ?
      


8.          რა თავისებურებები ახასიათებს ესეს?




9.      რატომ არის ნ.ბარათაშვილის პოეზია კლასიკა?



10.  ,, სახელის ხე საჩრდილობლად წყლისა პირსა სამე დარგოს“ .   რომელი მხატვრული  ფორმაა?


11.  ილიას პოემა ,,აჩრდილში“ ვინ ამბობს ამ სიტყვებს:
,,მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!“





12.   ნივრის წვენი ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა.    რომელ სიტყვაში მოხდა ფონეტიკური მოვლენა? რა ჰქვია მას და რომელ ბრუნვებში ხდება?


13.    რა განასხვავებს სახელზმნას ზმნისაგან? დაასახელე მაგალითები.


 



 X კლასი




                                                                 ქართული ენა და ლიტერატურა  
1.       ი. ხუცესის ,,შუშანიკის წამებაში“ ვკითხულობთ : ,,მაშინ დაადგინნა მცველნი მის ზედა და ამცნო მათ, რაჲთა სიყმილითა მოკლან იგი. და ესრეთ ეტყოდა მათ: გეტყჳ თქუენ, უკუეთუ ვინმე შევიდეს მისამამაკაცი, გინა დედაკაცი, იხილენით თავნი თქუენნი და ცოლნი და შვილნი და სახლნი თქუენნი, უბრალომცა ვარ, რაჲ გიყო თქუენ
ა) რით დაემუქრა ვარსქენი დედოფალს?


ბ) ვის მიმართა ვარსქენმა ამ სიტყვებით?  დაწერეთ ამ მონაკვეთის პერიფრაზი.
2.  .წმიდამა შუშანიკ უკმოჰხედნა ერსა მას და ჰრქუა მათ:
„ნუ სტირთ, ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო და შვილნო ჩემნო, არამედ ლოცვასა მომიჴსენეთ. 
ა) ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც მიმართავს შუშანიკი და რატომ მოიხსენიებს ასეთი ფორმით?
) რას გულისხმობს სიტყვა ,,ერსა“?

3.        თუალი ჰკიდა პიტიახშმან, სხუაჲ ვეღარაჲ სცალდა სიტყუად, ესთენ ოდენ ჰრქუა: „მტკი..“ და დადუმნა ხოლო და სივლტოლად იწყო სწრაფით. 
          ა) რომელი მხატვრული ფორმაა გამოკვეთილი ამ წინადადებაში?  განმარტე შენი სიტყვებით .
         ბ)  რას ნიშნავს ,,ოდენ“ და,, სივლტოლად“ ?
 4 .რამეთუ ექუსი წელი ციხესა მას შინა აღასრულა და წესიერებითა საღმრთოჲთა ყუაოდა.
 ა) რას ნიშნავს ხაზგასმული სიტყვები? განმარტე.
  ბ)  რითი დაიმძიმა დედოფალმა ციხეში ცხოვრების პირობები?

5. საიდან  ვგებულობთ, რომ საბანისძე წამებულის თანამედროვეა?  მოიტანე  მაგალითი.
6.      საიდან მოხვდა აბო საქართველოში?

7.  1.  ბრძნად მეტყველებაჲ ვეცხლი არს წმიდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული“, - ვითარცა თქვა
სოლომონ.
     ა)რატომ იხსენებს ბრძენის სიტყვებს მერჩულე?
   ბ) რას ნიშნავს ,,მერჩულე“ , განმარტე.


8.                ,,გამობრწყინდა სანთელი ესე დაუვსებელი ბრწყინვალეი ზედა სასანთლესა “

1.      საიდან არის ციტირება?
2.      რომელი მხატვრული ხერხია?
9.                 როგორი ნათესავი იყო საბა იშხნელი გრიგოლ ხანძთელისა?

10.            რა მიზნით და სად იმოგზაურა ხანძთელმა?
11.              ვისი სიმბოლიკაა  ,,მწყემსი“ ჰაგიოგრაფიულ მწერლობაში?

12         ,, მე ნაკლულევანებაი ჩემი არა მიფლობს დუმილად და უმჯობესად შემირაცხიეს,რაითა ვიტყოდი ღირსად ცხორებასა...“

1.      ვის ეკუთვნის ეს სიტყვები?
2.      ადამიანის რომელი თვისება ჩანს ამ მონაკვეთში?
3.      რას ნიშნავს ,,მიფლობს“?

13.   ,,აღზრდილ იყო სახლსა შინა სამეუფოსა“

1.ვინ იგულისხმება ამ ციტირებაში?
2. რას ნიშნავს ხაზგასმული სიტყვა?
     14. ვინ მოიწადინა გრიგოლის ხუცესად კურთხევა?
          1. დედამ
          2. ხელმწიფემ
          3. მეფემ და სასულიერო პირებმა
          4. მეფემ, აღმზრდელებმა , დედამ და ერმა
15.  რატომ გადაწყვიტა ხანძთელმა ფარულად წასვლა ქართლიდან?

16.  ვინ იყო ცქირი?
17. ,,წმიდაო ღმრთისაო, დაღაცათუ დღითა უმრწემეს ხარ, საქმითა კულა უხუცეს ხარ ჩემსა“.
         1.  ვინ ვის მიმართავს ?
         2. რას ნიშნავს ხაზგასმული სიტყვა?

18.   რატომ გაიმართა ჯავახეთის კრება?
      1. ვინ იყვნენ მისი ორგანიზატერები?
      2.  რას ნიშნავს ,,მამფალი“?

19.  ,, დაბეჭდული და დაუბეჭვდელი“ --  რას ნიშნავს?

20.    საიდან არის აღებული ეს სახისმეტყველება ---,, მეათერთმეტე მოქმედი ვენახისაი“

21.   სად გარდაიცვალა ხანძთელი?

22   რა უანდერძა სულიერ შვილებს  გრიგოლ ხანძთელმა ?

23. გაიხსენეთ, რა ბედი ეწია აშოტ კურაპალატის ,,სიძვის დიაცს“?

24.  ვინ იყო ზენონი და საქართველოს რომელი კუთხიდან მოვიდა იგი საძმოში?

25.  რა კომპრომისზე წავიდა ზენონი, როდის?

26.  რატომ არ მოეწონა ხანძთელს თეოდორესა და ქრისტეფორეს  წასვლა აფხაზეთში?

27.  რატომ არ მივიდა საბა იშხნელი ბაგრატ კურაპალატის მიწვევაზე?

28.  ვინ იყო გაბრიელ დაფანჩული?

29.  როდის გაიცნო აშოტ კურაპალატმა ხანძთელი?

30.   ვინ იყო მერეს მონასტრის წინამძღოლი?

31.  რა დამსახურება მიუძღვის ეფრემს ქართული ეკლესიის წინაშე?

32.  ვინ იყო მირეანი? 

33.  საიდან ვიგებთ, რომ ხანძთის ეკლესიის დანგრევის მსურველები სხვამ აიძულა, რომ ასე    მოქცეულიყვნენ?

34.   როდის გარდაიცვალა გრიგოლი?

35. როდის დაიწერა ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება?

36. ვინ დაეხმარა მერჩულეს, რომ,, ცხოვრება“  დაეწერა?

37.  რომელი წინასწარმეტყველის სიბრძნე არ შეასრულა ? რატომ?

38.  რის გამო ადარებს ავტორი ხანძთელს ბიბლიურ აბრაამს?
39. რას ნიშნავს  -- მერჩულე?
40. როდის და სად აღმოაჩინეს გ. მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება?
41.  რომელ საუკუნეში ხდება მოქმედება  ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“?
42.  რას დაჰპირდა გრიგოლი გაბრიელ დაფანჩულს ?
43.   საიდან აღმოჩნდა გრიგოლი ოპიზაში?
44.  რას ნიშნავს ,, ჰაგიოს“ ?
45. რომელ საუკუნემდე გრძელდება ძველი ქართული მწერლობის პირველი პერიოდი?
46.  როდის შეიტყო გრიგოლმა აშოტის სიკვდილი?
47.  რომელ საუკუნეში დაიწერა  იოანე საბანისძის ,,აბოს წამება“?
48.  რომელ ხელობას ფლობდა აბო?
49.  რომელი ფსალმუნი წაიკითხა აბომ სიკვდილის წინ?
50. რატომ წავიდა  დევნილი ნერსე აფხაზეთში?


























     როგორ ვწეროთ ესე


"ცდა ბედის მონახევრეა"
ქართული ანდაზა



"ლეს ესსაის" - ასეთი სახელწოდება შეურჩია თავის გულწრფელ წიგნს ქალაქ ბორდოს მერმა მიშელ მონტენმა. ეს დიდი ხნის წინათ მოხდა - XVI საუკუნეში. ფრანგი ინტელექტუალები წიგნის გამოქვეყნებას ორჭოფულად შეხვდნენ. ზოგმა აღფრთოვანება ვერ დამალა, ზოგმა - ფარული აგრესია და ირონიული დამოკიდებულება.



რადგან ესსაი - ფრანგული სიტყვაა და ქართულად ცდას ნიშნავს, მონ­­ტენმაც გადაწყვიტა, მტკიცე ნაბიჯი გადაედგა და ყველაფერი ეცადა საკუთარი თავის შესაცნობად, რათა ამ გზით მაინც ამოეცნო ადამიანური ბუნების საიდუმლო.

კაცობრიობის მოღვაწეობის თითქ­მის ყველა სფეროს შეეხო ამ გამჭ­­რი­ახი ადამიანის გონება. პედა­გო­გი­კაც არ გამორჩენია და თავის წიგნში "ბავშვის აღზრდას" მთელი თავი და­­უთმო: "მე არ მსურს, რომ მხოლოდ მასწავლებელი წყვეტდეს ყველა­ფერს, მხოლოდ ის საუბრობ­დეს _ მოძღ­ვარ­მა თავის შეგირდსაც უნდა მო­­უსმინოს". ეს აზრიც XVI საუკუნისა და მონტენის კუთვ­­ნი­ლებაა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონტენის "ცდებს" უკვალოდ არ ჩაუვლია, რადგან თანამედროვე კულტურა დღესაც აქტიურად იყენებს მწერ­ლის გაკვეთილებს.

სწორედ მონტენის წერისა და აზროვ­­ნების მანერას უკავშირდება ესეს, როგორც ლიტერატურული ჟანრის წარმოშობა.

მაგრამ რას ნიშნავს მონტენის წერისა და აზროვნების მანერა? რით განსხვავდება მონტენის ესეები სხვა ლიტერატურული ტექსტებისგან? შეგვიძლია თუ არა ვისწავლოთ და ვასწავლოთ კიდეც ესეს წერა? ამ კითხვებზე პასუხი იქნებ თავად მონტენმა გვიკარნახოს. ლოგიკური გამოსავალია, თანაც შეიძლება გაამართლოს კიდეც ამ მეთოდმა...


ვცადოთ...

აი, მონტენის პასუხიც: "მავანნი და მავანნი ადამიანს ქმნიან, მე კი მხო­­ლოდ მოგითხრობთ მის შესახებ, მის პიროვნებას აღვწერ. მე რომ მისი თავიდან გამოძერწვა შემეძლოს, სი­­მართლე გითხრათ, სრულიად სხვაგ­ვარად შევასრულებდი ამ საქმეს. მაგრამ ყოველივე უკვე აღსრუ­ლე­ბუ­ლია და ამაზე ფიქრიც ნაგვიანევია.

ჩემი ნახატის შტრიხები ჭეშმარი­ტე­ბას არაფრით ამახინჯებენ, თუმცა გამუდმებულ ცვლილებას კი განიცდიან.

ჩემ მიერ აღწერილ საგანს ისეთად აღვწერ, როგორც იმ წუთში ვხე­­დავ... მოძრაობაში... უნდა გვახ­სოვ­დეს, ჩემი მონათხრობი გარკვეულ ჟამს შეეხება - მე ხომ შეიძლება უც­­ბად შევიცვალო... ჩემს ნაწერებში კი საგანი ზუსტად ისე აღინუსხება, როგორც ოქმში - ცვალებადობის მიზეზი ხან ჩემშივეა, ხანაც განსხ­ვავებულ სიტუაციაში - რის გამოც სხვადას­ხვაგ­ვარად წარმოჩნდებიან საგნები, ანდა, იმ განსხვავებულ თვალსაზ­რისებში, რომლითაც მი­­ვუდგები ხოლმე ამ საგანს. და აი, გამოდის, რომ ზოგჯერ ჩემსავე თავს ვეწინააღმდეგები, ჭეშმა­რი­ტებას კი - არასოდეს... მხოლოდ ჩემსავე თავს".

დაგვეთანხმებით, რომ ეს პასუხი, ერთი შეხედვით, საკმაოდ სუბი­ექ­ტურია, ზოგადი. ძალიან ლაღად, მსუბუქად და თავისუფლად საუბ­რობს მონტენი ადამიანზე, შემოქ­მედებასა და ჭეშმარიტებაზე.

გულწრფელად რომ ვთქვათ, არა­­­­აკადემიური განმარტებაა. თუმცა, თუ კარგად დავუკვირდებით, უთუ­­ოდ აღმოვაჩენთ, რომ მონტენის გამონათქვამი დაინტერესებულ მკითხველს ფიქრისა და აზროვ­ნე­ბისთვის განაწყობს, თუ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით, დავინა­ხავთ, რომ მწერალი, ფაქტობრი­ვად, საკუთარი წერისა და აზროვნების მანერასაც ახასიათებს...

მონტენის "ცდებმა", ბიბლიასა და მარკუს ავრელიუსს თუ არ ჩავთვ­ლით, სათავე დაუდო ევროპული და ამერიკული ესეისტიკის განვითა­რებას. სწორედ მისმა არააკადე­მიურმა - ლაკონურმა, ექსპრესი­ულ­მა და ასოციაციურმა აზროვნებამ შექმნა ლიტერატურული სტი­ლი, რომელსაც დღეს ესეს ვუწოდებთ.

რაც შეეხება შეკითხვას - როგორ ვწეროთ ესე? - მარტივად შგვიძ­ლია ვუპასუხოთ - მივბაძოთ მონ­­ტენს და არა მარტო მას! დაწვრი­ლებით შევისწავლოთ და გავაანა­ლიზოთ თანამედროვე ესეისტთა ტექსტების სტრუქტურა; დავაკ­ვირ­დეთ მათი აზროვნების მანერას, წერის სტილს; ანალიზის შემდეგ კი შევქმნათ სტრუქტურული სქემა, რომელსაც მოსწავლეებს შევთავა­ზებთ; მოსწავლეები კი, თავის მხრივ, მოცემული სქემის მიხედ­ვით, ადვილად შეძლებენ წერის ტექნიკის დაუფლებას.

არც თუ ურიგო მეთოდია, საკმაოდ პრაქტიკული და, პედაგოგიკური თვალსაზრისითაც, ერთი შეხედ­ვით, სრულყოფილი. მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ბევრი მნიშვნე­ლო­ვანი დეტალი გვრჩება უყურად­ღე­ბოდ. კერძოდ, რა უფრო არსე­ბი­თია, - წერის ტექნიკის დაუფლება თუ შემოქმედებითი აზროვნება და თა­­ვისუფლება? რას ვანიჭებთ უპი­რა­ტესობას, დამოუკიდებელ, არას­ტან­დარტულ აზროვნებას თუ ენობრივ ნორმებსა და ესეს სტრუქ­­ტურის ცოდ­ნას? თუ ეს საკითხები გადაჯაჭვუ­ლია ერთმანეთთან და გაუმართ­ლე­ბელია რომელიმე მათგანზე აქცენ­ტი­რება?

ბოლო შეკითხვა ახალი მსჯელობის თემაა, ზოგადად, ლიტერატურის სწავლების თავისებურებას ეხება და ამიტომ სხვა დროისთვის გადავდოთ, ისედაც ბევრი შეკითხვები დაგვიგ­როვდა...

მონტენის შემდეგ ესემ, როგორც ლიტერატურულმა ჟანრმა დიდი ცვლილება განიცადა, გამრავალ­ფეროვნდა თემატური და სტილის­ტური თვალსაზრისით, მაგრამ ყველაზე მთავარი - აზროვნების მანერის სუბიექტურობა და თავისუფლება უცვლელად შეინარჩუნა. რას ნიშნავს ეს?

ჩვენ შემთხვევაში - სრულ შემოქ­მე­დებით თავისუფლებას. მოსწავ­ლემ უნდა იცოდეს, რომ განსხვა­ვე­ბული აზრისთვის მას არავინ გაკიცხავს; მისი თავისუფალი, ზოგ­­ჯერ პარადოქსული, მაგრამ გულ­­წრ­ფელი მოსაზრებები არ გახდება აღშფოთების საგანი. მონტენი ხომ თავის ნაშრომს გულწრფელ წიგნს უწოდებდა და გულახდილობას ძალიან აფასებდა.

მაშ ასე, მოსწავლე თვითონ ირჩევს მისთვის სასურველ თემას და თა­­ვადვე განსაზღვრავს საკუთარი ნაწერის სტილს.

ესეში მოსწავლემ უპირველესად საკუთარი ინდივიდუალური ფასე­ულობები უნდა წარმოაჩინოს. ნაწერში უნდა ჩანდეს მისი პიროვ­ნუ­ლი დამოკიდებულება სამყაროს­თან. სწორედ გამოხატვის ეს ფორ­­მა განასხვავებს ესეს ტრადიციული თხზულებისაგან, რომელშიც მოსწავ­­-ლემ ობიექტური მსჯელობა კონკრე­­ტულ მოთხოვნას - მოცემული ტექსტის ლიტერატურულ ანალიზს უნდა შეუსაბამოს.

ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესე ირაციონალური ტექსტია. მას აქვს თავისი სუბიექტური ლოგიკა, რომელიც ყოველთვის უნდა ჩანდეს ესეს ავტორის აზრებში, შთაბეჭ­დი­ლებებსა და განცდებში. მოსწავლეს უნდა ავუხსნათ, რომ სრული თავი­­სუფლება არ ნიშნავს ქაოსურ და ეკლექტურ მსჯელობას. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ აუცილებელია:

ნებისმიერ საკითზე მსჯელობი­სას, ორიგინალური მოსაზრე­ბე­ბისა და ინდივიდუალური პო­­ზიციის გამოხატვა, მაშინაც კი, თუ ესე ტრადიციულ თემაზე იწერება;

განსახილველი პრობლემის არასტანდარტული ინტერპრე­ტა­ცია, მიუხედავად იმისა (და სწორედ იმის გამო), რომ არავინ მოითხოვს მისგან ობიექტური ჭეშმარიტების ძიებას;

ტექსტი გამოირჩეოდეს ლექსი­კური მრავალფეროვნებითა და ხატოვანებით. გამოთქმული მოსაზრებები კი - ლოგიკური და სტილური გამართულობით.
ცხოვრებისეული გამოცდი­ლე­ბი­სა და ისტორიულ-ლიტერატუ­რუ­ლი პარალელების გამოყენება და მათი ბუნებრივად დაკავშირება ტექსტის ძირითად იდეასთან, ავტორის პოზიციასთან.

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი კრი­­ტერიუმებით უნდა შეფასდეს იმ მოსწავლის ესე, რომელიც ბავშ­ვო­ბის ასაკიდან კითხულობს, წერს, ფიქ­­რობს და აზროვნებას სწავლობს, ცხადია, მასწავლებლის დახმა­რე­ბით.

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის

ნებისმიერი ტიპის ესე შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან:

I.შესავალი

იმისათვის, რომ ესეს შესავალი ეფექ­­ტური და საინტერესო გამოვიდეს, სასურველია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:

1. ტექსტის შესავალ ნაწილში მკაფიოდ გამოკვეთეთ მიზანი, ანუ თავიდანვე გააცანით მკითხ­ველს განსახილველი საკითხი.
2.დასვით ისეთი შეკითხვა, რომლის შესახებაც შეიძლება ისაუბროთ ესეში;
3. შესავალი დაიწყეთ მკითხვე­ლი­სათვის ნაცნობი, ადვილად აღ­­საქმელი სიტუაციის (ფაქტი; ამ­­ბავი; ინფორმაცია) აღწერით, რათა დააინტერესოთ მკითხველი.


II.ძირითადი ნაწილი

ძირითად ნაწილში გადმოეცით თქვენი მთავარი სათქმელი, განმარ­­ტეთ და დაასაბუთეთ თქვენ მიერ გამოთქმული დებულებები და მოსაზრებები.

მსჯელობა ააგეთ ლოგიკურად და თანმიმდევრულად. წარმოაჩინეთ თქვენი პირადი დამოკიდებულება და პოზიცია განსახილველი საკითხისადმი.


III.დასკვნითი ნაწილი

დასკვნით ნაწილში შეაჯამეთ ესეში გადმოცემული მოსაზრებები, მკით­­ხველს კიდევ ერთხელ დაუ­კონ­კ­რე­ტეთ თქვენი მთავარი სათქმელი და დაასაბუთეთ შერჩეული თემის აქტუალობა.

ფორმის თვალსაზრისით, გვხვდება ორი სახის ესე:

1. ახსნითი (განმარტებითი), ინფორმაციული ესე;
2. არგუმენტირებული ესე.

ახსნითი ესე

ახსნითი ესეს ფუნქციაა ამა თუ იმ მოვლენის ან ფაქტის აღწერა, ზოგა­დი ანალიზი ან ახსნა. შესაბამისად, ამ ტიპის ესე არ გულისხმობს საკით­­ხის სიღრმისეულ ანალიზს ან გარკვეული პრობლემის გადაჭრას. ახსნითი ესე აწვდის მკითხველს გარკვეულ ონფორმაციას, ეხმარება მას ამა თუ იმ საკითხზე ზოგადი ცოდნის მიღებაში.

არგუმენტირებული ესე

არგუმენტირებულ ესეში ავტორი წარმოაჩენს თავის სუბიექტურ მოსაზრებებს, გვთავაზობს საკუთარ პოზიციას და კონკრეტული არგუ­­მენტებით ლოგიკურად ასაბუთებს თავის სათქმელს.

მსჯელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია არგუმენ­ტაცია, ანუ პოზიციის დასაბუთება და ადეკვატური არგუმენტებით გამყარება.

შინაარსობრივი თვალსაზრისით, ესე რამდენიმე სახეობად იყოფა:
ლიტერატურულ-პუბლიცისტური; კრიტიკული; ფილოსოფიური; ის­­-ტორიული; სამეცნიერო; ბიოგრა­ფი­ული; ფსიქოლოგიური; სოციოლო­გი­ური და ა.შ.

დეტალური გეგმის შედგენა

ტექსტის შესაქმნელად, დეტალური გეგმის შედგენა გაგიადვილებთ ესეს წერას, რადგან სწორად შედგე­­ნილ გეგმას ეყრდნობა მთელი ტექსტი.

დეტალური გეგმა საშუალებას მოგ­­ცემთ, მკაფიოდ და გამართულად ჩამოაყალიბოთ სათქმელი, ლოგი­კუ­რად წარმართოთ მსჯელობა და არ გადატვირთოთ იგი ზედმეტი ინფორმაციით.

გეგმის პირველი ვარიანტი შეიძ­ლე­ბა ჩაასწოროთ მუშაობის პროცესში, დაუმატოთ ახალი პუნქტები ან პირიქით - ამოიღოთ ან გადაად­გი­ლოთ მისი შემადგენელი ნაწილები.











როგორ ვწეროთ პუნქტუალურად

მეტყველების კულტურისათვის ანუ მართლმეტყველებისა და მართლწერისათვის დიდი მნიშველობა აქვს სასვენი ნიშნების სწორად გამოყენებას. პუნქტუაცია (ლათ. Punctum, წერტილი) სასვენი ნიშნების გამოყენების წესებს გულისხმობს. ის გამოხატავს წინადადების
სხვადასხვა შინაარსს, გრაფიკულად გამოყოფს წინადადების ნაწილებს, მიგვანიშნებს, რა ურთიერთობაა წინადადების ნაწილთა შორის.


საფეხურები

  1. 1წერტილი
    დასრულებული თხრობითი წინადადების ბოლოს წერტილი იწერება. მაგ: ქვეყანა დამშვიდდა. ქალი, კაცი და ბავშვი ყველა საქმეს კიდებდა ხელს. წერტილს ვსვამთ შემასმენელიან (მაგ: დაიშალნენ სტუმრები.) და უშემასმენლო, სახელდებითი წინადადების ბოლოსაც (მაგ.: საღამო. მკრთალი სინათლე.). 
    წერტილს ვხმარობთ მაშინ, როცა რიცხვებს რიგის გამოსახატავად ვიყენებთ (მაგ.: ენათმეცნიერების დარგებია: 1. გრამატიკა. 2. სტილისტიკა.). 
    წერტილი სიტყვის შეწყვეტის (შემოკლების) ნიშანიც არის. სოფ. (სოფელი), ე.წ. (ეგრეთ წოდებული). 
    * შენიშნა: წერტილს არ ვწერთ მოთხრობის, ლექსის, წერილის, სამეცნიერო სტატიის, ნაშრომის, ზღაპრის და ა.შ. სათაურების ბოლოს.
  2. 2კითხვის ნიშანი
    კითხვის ნიშანს ვწერთ კითხვითი წინადადების ბოლოს. მაგ.: რა მოხდა? ვინ მოვიდა? საიდან გაჩნდი აქ?
    ა) კითხვის ნიშანი დაისმის კითხვის შემცველი დამოკიდებული წინადადების ბოლოს, როცა მოუბარი გადმოსცემს თავის და სხვის ნათქვამს. მაგ.: ბოლოს ჰკითხა მან - ვინ ხარ, შვილო? ვინ არის აქ? _ იკითხა მასპინძელმა.
    ბ) კითხვის ნიშანი დაისმის ნაწილაკიანი პირდაპირი სხვისი ნათქვამის ბოლოსაც. მაგ.: მან მკითხა - რა გინდა ჩემგან? ტყის მცველმა ჰკითხა - ვინა ხარ?
    გ) ზოგჯერ ერთად რამდენიმე კითხვა იყრის თავს, ასეთ შემთხვევაში მძიმეებს ვიხმართ, კითხვის ნიშანს კი წინადადების ბოლოს ვსვამთ. მაგ.: რა ვუთხრა, როგორ გავაგებინო, რას მივმართო?
  3. 3ძახილის ნიშანი
    ძახილის ნიშანი დაისმის:
    • ძახილის წინადადების ბოლოს.
    • ბრძანებითი წინადადების ბოლოს.
    • მიმართვასთან, როცა ის ცალკეა ხმარებული (მაგ.: ძმებო! ამხანაგებო!) და მაშინაც, როცა ძლიერი გრძნობით გადმოიცემა (მაგ: არ გეცოდები, ჩემო სოსია!)
    • ძახილის ნიშანი იწერება შორისდებულთანაც, თუ მძაფრი გრძნობითაა წარმოთქმული: ვაიმე! ოჰ! ვა!
    • ძახილის ნიშანი იხმარება მიგებით ნაწილაკთან, თუ ის ცალკეა და ძლიერ გრძნობას გამოხატავს: კი! დიახ!
    • ძახილის ნიშანი იხმარება შთაბეჭდიელაბის გასაძლიერებლად გამეორებული შორისდებულის, მიმართვის ან ნაწილაკის ბოლოს: კარგი, კარგი! ეგრე იყოს!
    • ზოგჯერ ტექსტში გვხვდება ფრჩხილებში ჩასმული (!) ძახილის ნიშანი, რაც მოყვანილი აზრისადმი მთქმელის დამოკიდებულებას (დაცინვას, გაკვირვებას, აღშფოთებას) გამოხატავს. მაგ.: ბევრს მიაჩნია, რომ დღეს საქართველოში მეცნიერება მოკვდა (!)
  4. 4კითხვა-ძახილის ნიშანი
    ა) კითხვა-ძახილის ნიშანი (?!) დაისმის მაშინ, როცა წინადადებაში კითხვასთან ერთად გამოხატულია გაკვირვება ან აღტაცება: ნუთუ თვალები მატყუებენ?!
    ბ) კითხვა-ძახილის ნიშანი იხმარება წყვეტილად წარმოთქმული ისეთი არასრული წინადადების გამოსაყოფადაც, რომელიც გამოხატავს როგორც კითხვას, ისე გაკვირვებას: რაო?! რაო?!
    გ) ზოგჯერ ტექსტში გვხდება ფრჩხილებში ჩასმული (?!) კითხვა-ძახილის ნიშანი. ამით ავტორს სურს გამოხატოს სხვისი ნათქვამის მიმართ ეჭვიცა და გაკვირვებაც: პარლამენტის თავმჯდომარეა (?!)
  5. 5წერტილ-მძიმე
    ა) წერტილ-მძიმე ერთმანეთისაგან გამოყოფს (მიჯნავს) ერთნაირ ენობრივ ელემენტებს. წერტილ-მძიმე დაისმის რთულ ქვეწყობილ წინადადებაში, როდესაც მეორდება მთავარი წინადადების შემასმენელი: ახლა საჭირო იყო მხოლოდ ნაფიქრი საქმის ასრულება; საჭირო იყო მოენახა მისი მხსნელი; საჭირო იყო ორნაქმარევი უშვილო ქალი.
    ბ) წერტილ-მძიმე დაისმის დამოუკიდებელ წინადადებებს შორის, რომლებიც ერთ რთულ წინადადებად არიან გაერთიანებული უკავშიროდ: ავარდა კორიანტელი; ყველა მტვრით დაიფარა.
    გ) წერტილ-მძიმე დაისმის ჩამონათვალთა ბოლოს: 
    წერის ზოგადი მიზნები:
    1) მკითხველის გართობა;
    2) გრძნობებისა და მოსაზრებების გამოხატვა;
    3) მკითხველისათვის რაიმეს ახსნა;
    4) მკითხველის დარწმუნება.
  6. 6მრავალწერტილი
    ა) მრავალწერტილი იწერება დაუმთავრებელი აზრის, გაწყვეტილი წინადადების ბოლოს: ჩვენ ხედვად და სმენად უღონონი ვართ და იქ კი... იქ კი რამოდენა ღონე ყოფილა შექმნისა... გიორგი...
    ბ) მრავალწერტილი დაისმის წინადადებაში ან თვით სიტყვებში მღელვარებით ან სხვა რაიმე მიზეზით (ენის მოკიდება) გამოწვეული შეფერხების გამოსახატავად: გიორგი მაჯობე... ვკვდები. –სიზ...მარ...ში? გაოცებით იკითხა ერისთავმა და პირი გააღო.
    გ) მრავალწერტილი დაისმის ციტატის თავში ან ბოლოში, თუ ციტირებული დასაწყისი ან ბოლო არ ემთხვევა წინადადების დასაწყისს ან ბოლოს დედანში: ილია წერდა: "... თუ მთქმელსა და გამგონეს ერთმანეთის ენა არ ესმით, იქ არც თქმაა და არც
    გაგონება..."
    დ) მრავალწერტილი დაისმის ციტატაში რომელიმე სიტყვის ან წინადადების გამოტოვების აღსანიშნავად: `კაცია ადამიანში~ ვკითხულობთ: "მაჭანკალი ... გახლდათ ერთი მოხუცებული, დარბაისელი, ლამაზი და ქვრივი დედაკაცი".
  7. 7ორწერტილი
    ა) ორწერტილი დაისმის შერწყმულ წინადადებაში ერთგვარი წევრების წინ _ ყველა მე ჩამომეკიდა: მამასახლისი, გზირი.
    * შენიშვნა: თუ განმაზოგადებელი სიტყვა ერთგვარ წევრებს მოსდევს, ტირე დაიწერება. (მაგ.: დამჭკნარი დიყი, შუპა, შამბი, არყი და ცაცხვი ყველანაირად შფოთავდნენ.).
    ბ) ორწერტილი დაისმის წინადადების ბოლოს, რომელსაც მოსდევს პირდაპირი ან ირიბი ნათქვამი: ყმაწვილმა კაცმა მიიწია მისკენ და ხმადადაბლებით ჰკითხა: - თქვენ მართლა ეძებთ სადედინაცვლო ქალს?
    გ) ორწერტილი დაისმის ციტატის წინ. ილია წერდა: "ჩვენთვის ღმერთს არა დაუშავებია რა, არა დაუზოგვია რა, არა დაუკლია რა; თუ ქვეყანაზე ერთი-ორი კუთხეა იმისთანა, რომ კაცს ეთქმოდეს, - ქრისტე ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა დაიბერტყაო,
    იმათში უკანასკნელი საქართველო არ არის."
    დ) ორწერტილი დაისმის უკავშირო რთული წინადადების ბოლოს, რომელსაც მოსდევს ერთი ან რამდენიმე წინადადება და მასში ახსნილია, დაკონკრეტებულია ის, რაზედაც საჭიროა საუბარი მთავარ წინადადებაში: "ქვეყანაზე ორი მოპირისპირე ძალა
    არსებობს: სიმდიდრე და სიღარიბე, ძლიერი და სუსტი".
    ე) ორწერტილი დაისმის მთავარ წინადადებასთან მაშინაც, როცა მომდევნოში მოცემულია მიზეზი, შედეგი, საფუძველი იმისა, რის შესახებაც მასშია საუბარი: შაჰ-აბაზი ცეცხლითა და მახვილით შემოიჭრა კახეთს და მუსრი გაავლო: ციხე-ქალაქები დააქცია, სოფლები ააოხრა.
  8. 8მძიმე
    ა) მძიმე დაისმის შერწყმული წინადადების ერთნაირ წევრებს შორის: აივანზე დარჩნენ ბესარიონი, პელაგია და სოლომონი. გოჩას დაღონებული, გაფითრებული, სევდიანი თვალები ზღვისკენ მიეპყრო.
    ბ) მძიმე დაისმის მაჯგუფებელი (მაგ.: ხან უცნაური ვარ, ხან ბრძენი), მაცალკევებელი (მაგ.: ან მომაცილეთ ბორკილი, ან ხმლით მომჭერით თავი) კავშირების წინ, თუ მაკავშირებელი სიტყვა გამეორებულია.
    გ) მძიმე დაისმის მაგრამ, ოღონდ, ხოლო, თუ, თუმცა, თორემ მაპირისპირებელი კავშირების წინ: ჩვენ თუნდ სულ ერთ დღეს დავიხოცებით, ოღონდ შენ იყავ, მეფევ, დღეგრძელი!
    დ) მძიმე დაისმის წინადადებაში გამეორებული სიტყვების წინ: ძიძიას შესტრფოდნენ ბევრნი, ძალიან ბევრნი.
    ე) მძიმე დაისმის შედარების დროს, კავშირებთან როგორც, თითქოს, ვიდრე: ხელები წინ
    გაიშვირა, თითქოს უნდოდა ხელში აეყვანა ვინმე. 
    ვ) მძიმეებით გამოიყოფა გამეორებული სიტყვები და გამოთქმები:
    1. განკერძოებული განსაზღვრება: ამ სახლს წალმით დახურული მარანი ედგა, ოთხკუთხივ ღია და ფარღალალა.
    2. განკერძოებული გარემოება: თბილისის სამხრეთით, ორმოცი ვერსის მანძილზე, არის მოზრდილი სოფელი.
    3. დანართი: მარინე, კაცის უფროსის ქალიშვილი, კართან იდგა.
    4. მიმართვა: ახლა კი, ამხანაგებო, დავლიოთ ჩვენი მასპინძლის სადღეგრძელო!
    5. ჩართული: ჩართულ სიტყვებად ხშირად გამოყენებულია: ამრიგად, ამგვარად, ასე ვთქვათ, ასე რომ, დავუშვათ, ერთი სიტყვით, რა თქმა უნდა, რასაკვირველია, მაგალითად, ვფიქრობ, სხვათა შორის, ჩემი აზრით, ერთი მხრივ და სხვ. ეს საკითხი, ჩემი აზრით, ისევ მოითხოვს განხილვას. ჩემთვის, რა თქმა უნდა, მოულოდნელი არ იყო.
    6. მიგებითი ნაწილაკი: 1. დადებითი - კი, ჰო, დიახ და 2. უარყოფითი - არა, ვერა. - ჰო, იმას ვამბობდი. - არა, ვერ წამოვალ. - კი, ბატონო!
    7. შორისდებულები: ოჰ, ეჰ, უჰ, ვაჰ, ვაი, ფუ, ვიშ, ჰოი, უი, ვაშა და სხვ. მძიმით გამოიყოფა: ოჰ, შენა ხარ? ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ!
    8. მძიმე დაისმის რთულ ქვეწყობილ წინადადებაში უკავშიროდ შეერთების დროს: თერგი რბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან.
    9. მძიმე დაისმის ქვეწყობილ წინადადებაში მთავარსა და დამოკიდებულ
    წინადადებებს შორის.
    1) დამოკიდებული წინადადება მთავრის შემდეგ: ბუნდოვნად ახსოვდა, რომ ის და კირილე ცხენებზე შესხეს და სადღაც გააქანეს.
    2) მთავარი წინადება დამოკიდებულის შემდეგ: ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.
    3) დამოკიდებული წინადადება მთავარში მოქცეული: სწორედ იმ დროს, როცა ორი დარბაისელი მამა-შვილი ბუხრის წინ საყვედურობდნენ, თეიმურაზ მეფე მართლა ჩაკეტილში იჯდა.
  9. 9ტირე
    ა) ტირე იწერება წინადადების რომელიმე გამოტოვებული წევრის (ქვემდებარე, შემასმენელი, დამატება, კავშირი) ადგილას: ელფერობით ვარდი არის, სინაზით კი — მორცხვი ია. თვალი მქონია — მინახავს, ყური მქონია — მსმენია.
    ბ) ტირე იწერება განმაზოგადებელი სიტყვების წინ. კაცი, ქალი, დიდი, პატარა, ერი, მღვდელი — მისთვის სულ ყველა ერთი იყო. წაიღებდნენ ხელსაწყოებს — ცულს, ნაჯახს, თოხს.
    გ) ტირე იწერება დანართის წინ, თუ ის წინადადების ბოლოშია, ხოლო თუ წინადადებაშია მოქცეული, ორივე მხრიდან ტირეებით გამოიყოფა. ჩემი ოჯახი — წინანდელი, აწინდელი და მომავალი — იცოდე, საძირკველია ჩვენი ცხოვრების.
    დ) ტირეებით გამოიყოფა წინადადებები, სიტყვები, რომლებიც ტექსტში ჩართულია მისი ახსნისა და შევსების მიზნით: ამას წინათ — სულ ორი კვირა არ იქნება — კინაღამ სოფლის სასამართლომ გომურში არ დაამწყვდია.
    ე) ტირე იწერება ორ წინადადებას შორის, თუ მეორეში გამოხატული აზრი მკვეთრად უპირისპირდება პირველს: იკრა პეტრემ ჯიბეს ხელი და — ორივე მოჭრილი ჰქონდა.
    ვ) ტირე იწერება მძიმის შემდეგ, როდესაც ჩართული წინადადება ვრცელია: ჩვენც — აი, ამოაგდო ღმერთმა ავი კაცის ქოქი — ერთ რუსს გავურიგდით, რვა მანეთი მივეცით, რომ ქალაქში ჩავეყვანეთ.
    ზ) ტირე იწერება მძიმის შემდეგ, როდესაც რთულ ქვეწყობილ წინადადებაში მთავარ წინადადებას წინ უძღვის რამდენიმე დამოკიდებული წინადადება: რა იყო ეს მიზეზი, საიდან ქროდა ნიავი, რომელსაც, მას, როგორც ნადირს, სუნს აყრიდა და აკრთობდა, — მოხუცი ვერ მიმხვდარიყო.
    თ) ტირე იწერება დიალოგებში პერსონაჟთა მეტყველების და ავტორის რემარკების გამოსაყოფად: — შენი სახელიც მითხარი — მკითხა მან. — აკი, გითხარი უკვე! — ახლა მე ვუპასუხე. — სადაური ხარ? — ისევ მკითხა მან.
    ი) ტირე იწერება საკუთარ სახელებს შორის, რომელთა ერთობლიობა ქმნის რაიმე მოძღვრების ან სამეცნიერო დაწესებულების დასახელებას: მარქსიზმ-ლენინიზმი, სასწავლო- სააღმზრდელო პროგრამა.
  10. 10ფრჩხილები
    1. ფრჩხილებში ჩაისმის:
    ა) სიტყვები, რომლებიც წინადადებაში ჩართულია გადმოცემული აზრის განსამარტავად, დასაზუსტებლად: აღმოჩნდა, რომ მამაჩემმა დაგვიტოვა ქოხი, დამსხვრეული ტახტი, ერთი ძველი ჭილოფი, ერთი დაგლეჯილი ფარდაგი (დედაჩემის მზითვები), ერთი ძველი ლოგინი, სამი ჩინური ჯამი, ერთი ქვაბი და ორი შამფური.
    ბ) სიტყვები და წინადადებები, რომლებიც მოყვანილია დამატებითი შენიშვნის სახით: როგორ მომიწონებს კატო (კატო მოსეს მეუღლეს ერქვა სახელად), როცა გეტყვი ამ ამბავს. 
    * შენიშვნა: ფრჩხილებში მოცემულ წინადადებას აზრობრივი კავშირი არ აქვს ამ წინადადებასთან.
    2. არის შემთხვევები, როცა მოცემული წინადადება აზრობრივ კავშირს ამყარებს წინადადებასთან, მაგრამ დამატებითი, მეორეხარისხოვანი შენიშვნის სახით: თანასწორი იარაღით ბრძოლას არ გავექცევი (რომ გავექცე, სადამდის უნდა ვირბინო?).
    ა) სტენოგრაფიულ ანგარიშებში ფრჩხილებში ჩაისმის ფრაზები, რომლებიც მიუთითებენ მსმენელთა დამოკიდებულებასა და აზრზე: ორატორის გამოსვლა დასრულდა (მოძრაობა დარბაზში).
    ბ) ფრჩხილებში ჩაისმის ციტირებული ავტორის სახელი, გვარი და ნაშრომის სათაური ციტატის ბოლოს: "ცდის პირები უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებული იმ ზეგავლენის შესახებ, რაც შეეძლო მათზე მოეხდინა ექსპერიმენტს" (ბაუმრიდი).
    გ) ფრჩხილებში ჩაისმის რემარკები დრამატულ ტექსტში: ანდუყაფარი (ოთახიდან) ვინ ლაპარაკობს მანდა?
  11. 11ბრჭყალები
    ა) ბრჭყალებში ჩაისმის ციტატები. ილია წერს: "ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის".
    ბ) ბრჭყალებში ჩაისმის გაზეთების, ორგანიზაციების, დაწესებულებების და ა.შ. სახელწოდებები და სათაურები: სამკითხველო დარბაზში მაგიდაზე ეწყო გაზეთები: "კვირის პალიტრა", "ალია", ჟურნალები — "ანაბეჭდი" და "სარკე".
    გ) ბრჭყალებში ჩაისმის ირონიულად გამოყენებული სიტყვები: ოსმა შეცდომა „შეისწორა' მე წაგაქციეს, სენი წილი მე, მენა.
    დ) ბრჭყალებში ჩაისმის ბარბარიზმები და მოძველებული სიტყვა-გამოთქმები: შემაწუხე ამდენი კითხვით, „პოჟოლუსტა" დამეხსენი.









     




“სიბრძნე მინიატურაში”
“სიბრძნე მინიატურაში” საქართველოში უკვე პოპულარული წიგნის სათაურია. ის 2010 წელს გამოსცა “ტრიასმა” – საგამომცემლო სახლმა. ამ წიგნში სხვადასხვა დროისა და ხალხის 140-მდე ფილოსოფიური იგავია შეტანილი – ისინი მე შევარჩიე მრავალი ათასიდან, რომლებსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვეცნობოდი.
ადამიანებს ხიბლავს სიბრძნე, მაგრამ ნაკლებად იზიდავს მუშაობა მის დასაუფლებლად. მსოფლიოს გამორჩეული მოაზროვნეები ცდილობდნენ, ეს პროცესი შედარებით მაინც გაეიოლებინათ ანუ რთული მარტივით გადმოეცათ. ეს კარგი მცდელობები იყო – სინათლე, მკაფიოობა და ლაკონიურობა ნამდვილი გონიერების გონიერების თვისებაა. ამ წიგნში წარმოდგენილი იგავები, მცირე მხატვრული ტექსტები, მოზარდებისათვის ინტელექტუალური და ზნეობრივი წვრთნის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ხოლო ახალგაზრდებისა და შედარებით ასაკოვანი ხალხისთვის – ჭეშმარიტებასთან ზიარებისა და ესთეტიკური ტკბობის საგანი.
ამ იგავებთან შეხება თანაბრად სასიამოვნო და სასარგებლოა გონებისთვის და გულისთვისაც – სიბრძნე ხომ მხოლოდ “გონიერი გულის” (რუსთველის სიტყვებია) მქონე ადამიანს ეჩვენება სრული სახით. ვფიქრობ, მშობლები, მასწავლებლები, უფროსი მეგობრები კარგ საქმეს გააკეთებენ, თუკი წიგნის იგავებს გააცნობენ ბავშვებს, მოსწავლეებს და ესაუბრებიან მათ იმ ძალიან საინტერესო და მუდმივად თანამედროვე თემებზე,რომლებიც აქ უხვად არის წარმოდგენილი.
ჟამითი-ჟამად ერთ-ორ იგავს გავაცნობ ჩემი ბლოგის სტუმრებს – ის, რაც ადამიანს არ აბერებს, თვითონაც არასდროს ბერდება. ვიფიქროთ ამ იგავებზე – როდესაც ჩვენს შვილებს ვასწავლით, ჩვენც ვსწავლობთ. აქაც შეგიძლიათ ტქვენი მოსაზრება თუ ამა თუ იმ იგავის მიმართ დამოკიდებულება ან განწყობა გამოხატოთ – იქნებ ერთმანეთისაგანაც ვისწავლოთ ბევრი რამ.
ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემს ყველაზე საყვარელ მინიატურებს:
უ მ ა ღ ლ ე ს ი    ო ს ტ ა ტ ო ბ ა
ერთხელ ჩინური საბრძოლო ხელოვნების მოხუც მასწავლებელთან ევროპელი მოწაფე მივიდა და ჰკითხა:
- მასწავლებელო, კრივსა და ფრანგულ ორთაბრძოლაში ჩემი ქვეყნის ჩემპიონი ვარ – კიდევ რა შეგიძლიათ მასწავლოთ?
ძველი ოსტატი ერთხანს დუმდა, შემდეგ გაიღიმა და თქვა:
- წარმოიდგინე, რომ ქალაქში სეირნობისას თავი ამოყავი ქუჩაზე, სადაც მძარცველები ჩაგისაფრდნენ და მოუთმენლად გელიან, როდის გამოჩნდები, რათა გაგძარცვონ და ნეკნები ჩაგიმტვრიონ. ჰოდა, მე გასწავლი, როგორ არ უნდა მოხვდე ასეთ ქუჩაზე.
ც ო დ ნ ი ს    მ ძ ე ბ ნ ე ლ ი
ერთმა ცოდნის მძებნელმა ბრძენ განდეგილს სთხოვა, მისი მოძღვარი ყოფილიყო. განდეგილმა უარი უთხრა.
- კი მაგრამ, რატომ?! – გაიკვირვა მთხოვნელმა.
- მითხარი,- ჰკითხა განდეგილმა, – ზღვაში შტორმი რომ ამოვარდეს და შენ გემბანზე იყო, რას იზამ – გემის კაპიტანს დაუწყებ ძებნას თუ ანძას ჩაეჭიდები?
- ტალღამ რომ არ წამიღოს, ანძას ჩავეჭიდები.
- კაპიტანს რატომ არ მოძებნი, მან ხომ ყველაზე უკეთ იცის, ამ დროს როგორ უნდა მოიქცე?
- შტორმისას კაპიტანი ვერ მიშველის.
- მაშინ შენს ცხოვრებაში რატომ ეძებ “კაპიტანს”?
- თქვენც ხომ ეძებთ და ძიების თქვენეული გამოცდილება ჩემსაზე გაცილებით მეტია…
- მე? მე ტალღამ უკვე წამიღო!

ჭ უ ჭ ყ ი ა ნ ი    თ ე თ რ ე უ ლ ი
ახალგაზრდა წყვილი ახალ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.დილით ცოლმა ფანჯარაში გაიხედა და მეზობელი დაინახა, რომელიც თეთრეულს ფენდა გასაშრობად.
- შეხედე, რა ჭუჭყიანი თეთრეულია, – უთხრა ქმარს, მაგრამ ის გაზეთს კითხულობდა და ყურადღება არ მიუქცევია ცოლის სიტყვებისთვის.
- ალბათ, ცუდ საპონს იყენებს, – გააგრძელა ქალმა, – ან კიდევ საერთოდ არ იცის რეცხვა. კარგი იქნებოდა, ვინმეს ესწავლებინა.
ასე ხდებოდა ყოველთვის, როდესაც მეზობელი თეთრეულს ფენდა და ახალგაზრდა ქალი გაოცებას ვერ მალავდა მისი უსუფთაობის გამო.ერთ მშვენიერ დღეს მან კვლავ გაიხედა ფანჯარაში და წამოიყვირა:
- შეხედე, საყვარელო, თეთრეული დღეს სუფთაა – როგორც ჩანს, რეცხვა ისწავლა!
- არა, ჩემო კარგო, – უთხრა ქმარმა, – საქმე ის არის, რომ დღეს ადრე ავდექი და ჩვენი ფანჯარა გავწმინდე.